იტალიის პრემიერ-მინისტრი: პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს

18 აპრილი 2022, 10:42 755 ნახვა

ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს და არ უნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი კი დროის ფუჭად კარგვაა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ - მინისტრმა მარიო დრაგიმ პორტალ კორიერა დელა სერასთ-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტები პრემიერისგან დაინტერესდნენ, პუტინთან მისი სატელეფონო საუბრის დროს, იყო თუ არა შესაძლებელი დიპლომატიური გზით შეეჩერებინათ პუტინი, პრემიერ - მინისტრმა განაცხადა:  „სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე საუბრისთვის ვურეკავდი. ვკითხე: „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ გადაწყვეტილების პოვნა“. მან მიპასუხა: „დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა“.  

ამბობს რომ დაჟინებით სთხოვდა  მიეღო  გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ თუმცა, როგორც იტალიის პრემიერ - მინისტრი ამბობს, პუტინმა უთხრა , რომ არც ამის დრო დამდგარა.  

„ვფიქრობ, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ მასთან უსარგებლოა ლაპარაკი. ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა“ - ამბობს მარიო დრაგი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში