უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ

18 აპრილი 2022, 11:03 856 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას უკრაინაში ეპატიჟება, იმისთვის რომ „მაკრონმა თავად ნახოს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიხვდეს, რომ ეს არა მხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდია“. განცხადება ზელენსკიმ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ასევე სურს, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აღარ შეუძლია დაუჯეროს მსოფლიო პოლიტიკოსებს, რადგან მათ ვერ შეძლეს რუსული აგრესიის შეჩერება, მაგრამ სჯერა უკრაინელების და უკრაინის შეიარაღებული ძალების“.

სიენენისთვის მიცემულ ინტერბიუში ზელენკიმ ასევე განაცხადა, რომ დონბასისთვის ბრძოლა უკრაინისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა და უკრაინას დონბასში  საუკეთესო სამხედრო ნაწილები ჰყავს დისლოცირებული.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში