13 000-მდე დევნილი ოჯახი მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში ბინებს მიიღებს - პრემიერი

18 აპრილი 2022, 11:51 1148 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ბინებს მიიღებენ. 

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ათასობით დევნილს დავუკანონეთ, გადავეცით ბინები, მათ შორის სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, გამოწვევა ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ძალიან ბევრ, ათასობით დევნილს ჯერ კიდევ არ აქვს ბინა.

ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში ბინებს. მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს დაახლოებით 6000 დევნილს „სოფლად სახლის“ ფარგლებში გადაეცემათ ბინები და 7000 დევნილი ოჯახისთვის აშენდება, ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ქუთაისში სრულდება წელს 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ. გაზაფახულზე კი ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში'' - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში