ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია - ზურაბ აზარაშვილი

18 აპრილი 2022, 13:39 1331 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირებული.

“სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი შემცირებულია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანი გვაქვს, ახალი „ფაიზერის“ მოლოდინი იყო და ჩამოვიტანეთ. აცრის მაჩვენებელი ძალიან არის შემცირებული. ვფიქრობ, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო, კიდევ უფრო მეტად რომ გააქტიურდეს. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ“, - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მომდევნო თვიდან დაიწყება ვაქცინაციის კამპანია, რომლის მიზანია წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის 70 პროცენტის მოცვა.

„ვამზადებთ საკომუნიკაციო კამპანიას. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე აცრებით 70 პროცენტამდე მოცვაა გათვალისწინებული. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში