აფეთქებების ხმას შეჩვეული უკრაინელები. რუსული აგრესიის მსხვერპლები 54 დღეა ოკუპანტებს იგერიებენ. ბრძოლები ახლა ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, თუმცა თავს დაცულად არავინ გრძნობს არც ერთ ქალაქში, მათ შორის კიევში. აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება ყოველდღიურად, მათი ზუსტი რიცხვის დადგენა კი ამ დროისთვის შეუძლებელია.