აქცია შუახევში

18 აპრილი 2022, 19:48 1131 ნახვა

მეწყრული პროცესები სოფელ კობალთაში და შუახევჰესით გამოწვეული პრობლემები დღეს მოსახლეობამ სოფელში გამართულ აქციაზე გააპროტესტა. ირწმუნებიან, რომ ჰესის მშენებლობის დაწყებამდე, არ მომხდარა იმ რისკების შესწავლა და სათანადოდ შეფასება, რამაც, მათივე მტკიცებით, მნიშვნელოვნად დააზარალა სოფელი. მათი ინფორმაციით, მეწყერი სოფელს საფრთხეს უქმნის და პრობლემაა გადაადგილებაც. ამბობენ, რომ სოფელში 70 %-ით შემცირდა მოსავლიანობა, დაშრა წყაროები და შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემა. ვინაიდან მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყარო მიწათმოქმედებაა, გაუარესდა სოციალური ფონიც. შეკრებილებმა სოფლის კომპლექსური შესწავლა მოითხოვეს. შუახევის მერი ამბობს, რომ რამდენად უკავშირდება პრობლემები ჰესის მშენებლობას მათ ამის შესახებ დასკვნა არ აქვთ, რაც შეეხება არსებულ პრობლემებს მათ გადაჭრაზე მუშაობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში