ჯარისკაცობიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე

18 აპრილი 2022, 19:59 1414 ნახვა

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული პარაკარატეში, ასეთია ჯონი თოფურიას სპორტული  მონაგარი. სანამ სპორტს პროფესიონალურად მიუდგებოდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2008 წელს აგვისტოს ომში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. მონაწილეობდა სამ სამშვიდობო მისიაში ერაყსა და ავღანეთში. 2012 წელს ავღანეთში პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა, მაგრამ აქაც მეომრის ხასიათი გამოავლინა, სირთულეები დაძლია და ვარჯიში კარატეში დაიწყო. დღეს უკვე ტიტულოვანი სპორტსმენი მომავალ ტურნირებზე გამარჯვებებისთვის ემზადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში