16 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კიევში მუშაობა განაახლა 

19 აპრილი 2022, 10:07 511 ნახვა

უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, 16 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კიევში მუშაობა უკვე განაახლა. უწყება კიევში მომუშავე საელჩოების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც არის.

„ყოველდღიურად სხვა ქვეყნების სულ უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ანახლებს მუშაობას კიევში. ეს არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მსოფლიოს მხარს უჭერს და სჯერა უკრაინის“. – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში