თურქეთი დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს

19 აპრილი 2022, 11:28 1145 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა შეაფერხა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული პროცესი. თუმცა მისი თქმით, თურქეთი გააგრძელებს ყველა აუცილებელ ძალისხმევას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირება მხოლოდ დიალოგის გზით და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზეა შესაძლებელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში