რეანომობილი მაღალმთიანეთისთვის

19 აპრილი 2022, 20:36 1078 ნახვა

ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს რეანიმობილი გადაეცა, რომელიც ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობას მოემსახურება. აქამდე ასეთი მანქანა ხულოში არ იყო, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ურთულეს სიტუაციაში ტოვებდა და საჭირო იყო ბათუმიდან მანქანის გამოძახება, გადამზადებულია ჯგუფიც, რომელიც რეანომობილში პაციენტებს უნდა მოემსახუროს. გარდა ამისა ხულოში იგეგმება ახალი სასწრაფო სამედიცინო განყოფილების მშენებლობა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში