პესკოვი კიევისგან პასუხს ელოდება, ზახაროვა კი უკრაინელ მომლაპარაკებლებს არ ენდობა

20 აპრილი 2022, 14:05 855 ნახვა

კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი  აცხადებს, რომ  მოსკოვმა კიევს მკაფიო ფორმულირებით სამშვიდობო  დოკუმენტის პროექტი გადასცა.  ახლა ბურთი კიევის მხარეზეა, მოსკოვი რეაქციას ელოდება - ამბობს პესკოვი და აღნიშნავს, რომ   უკრაინა  პასუხის გაგზავნას  არ   ჩქარობს.  მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღიარა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაყინულია. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ  უკრაინელ მომლაპარაკებლებს არ ენდობა.  აქ საქმე  „ენდე, მაგრამ გადაამოწმეში“ არ არის, აქ უბრალოდ უნდა „ამოწმო“, იმიტომ, რომ ნდობა ამ ხალხის მიმართ დიდი ხანი არ არსებობს - განაცხადა ზახაროვამ.  

ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 28 თებერვალს დაიწყო. 29 მარტს მხარეების მორიგ შეხვედრაზე სტამბულში უკრაინულმა დელეგაციამ რუსეთს საკუთარი პირობები გააცნო, თუმცა რუსეთს ჯერ პასუხი არ დაუბრუნებია. ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი უარზეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში