შარლ მიშელმა უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ადგილები მოინახულა

20 აპრილი 2022, 14:38 1158 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაშია.  მან ბოროდიანკაში ოკუპანტების მიერ განადგურებული ტერიტორიები მოინახულა, შეხვდა მოსახლეობასაც.

"ბოროდიანკაში, როგორც ბუჩა და უკრაინის მრავალი სხვა ქალაქი. ისტორია არ დაივიწყებს აქ ჩადენილი ომის დანაშაულებებს. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ შეიძლება," - წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.

დღეს მოგვიანებით  ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში