უსამართლობაა უკრაინა ამ დრომდე ითხოვდეს იმას, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში საწყობებში აქვთ შენახული - ზელენსკი

20 აპრილი 2022, 16:32 933 ნახვა

უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში აქვთ შენახული, ეს უსამართლობაა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. 

„უსამართლობაა, რომ უკრაინა ამ დრომდე იძულებულია, ითხოვოს ის, რაც პარტნიორებს წლების განმავლობაში სადღაც საწყობებში აქვთ შენახული. თუ მათ აქვთ იარაღი, რომელიც სჭირდება უკრაინას აქ და ახლა, თუ მათ აქვთ საბრძოლო მასალები, რომლებიც აუცილებელია ჩვენთვის აქ და ახლა, მაშინ ეს არის პირველ ყოვლისა მათი მორალური ვალდებულება, დაეხმარონ თავისუფლების დაცვაში, დაეხმარონ ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში