არასამთავრობოთა დასკვნა ითხვისის პრობლემაზე

20 აპრილი 2022, 18:13 867 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებენ გაასაჯაროოს პირველადი დასკვნა, რომელიც სოფელ ითხვისში მომხდარ ფაქტს, დაზიანებულ და ავარიულ  სახლებს ეხება.  ასევე უწყებამ  წარადგინოს ინიციატივა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ და სრულყოფილად შეაფასოს პროცესების გამომწვევი მიზეზები,  დაზიანების ხარისხი და საშიშროების რისკები.  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა  "ჯორჯიან მანგანეზსაც მიმართეს და მოუწოდეს ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან და გაასაჯაროოს ყველა ინფორმაცია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მწვანე ალტერნატივის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრების  თქმით, საგანგაშოა, რომ პირველად გეოლოგიურ დასკვნაში  “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობა არ იკვეთება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ითხვისში  31 მარტსა და 1 აპრილს იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა დასკვნა, ძირითადად, ვიზუალურ დათვალიერებაზე დაყრდნობით შეადგინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში