დახმარების პროგრამა მარტოხელებისთვის

20 აპრილი 2022, 18:19 1206 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილი  ჰყავთ  თვითმმართველობა  ყოველთვიურ  დახმარებას  გადასცემს. 100 ლარიან  შემწეობას  ამ  დროისთვის  ადგილზე მცხოვრები ოთხი ბენეფიციარი მიიღებს.   შუახევის მერიაში მსგავსი კატეგორიის სულ რვა მოქალაქეა აღრიცხული, ნაწილი  ყველა კრიტერიუმს   ვერ  აკმაყოფილებს -  უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა ან სხვა დოკუმენტური უზუსტობა.  მერია  სამომავლოდ  ყველა მარტოხელა მშობლის ამ შემთხვევაში დედის  პროგრამაში ჩართვას გეგმავს.   100ლარიან დახმარებას მარტოხელა მშობლები მაისიდან მიიღებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში