ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შარლ მიშელს შეხვდა

20 აპრილი 2022, 19:03 1206 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, - ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელებში დაწერა და შარლ მიშელთან შეხვედრის ვიდეო გაავრცელა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, შარლ მიშელთან შეხვედრისას განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ასევე ისაუბრეს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე.

"უკრაინის დიდი მეგობარი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს კიევშია. განვიხილეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა და ევროკავშირის კრიტერიუმებთან შესაბამისად კითხვარზე პასუხები. მადლობა ხალხთან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის და სოლიდარობისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში