ამერიკამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 29 ფიზიკურ და 40 იურიდიულ პირს

21 აპრილი 2022, 10:23 1091 ნახვა

ამერიკის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ - ამჯერად სანქციების სამიზნე რუსეთის მთავარი კომერციული ბანკი, 40-ზე მეტი ფიზიკური პირი და სუბიექტი გახდა, რომელსაც რუსი ოლიგარქი, კონსტანტინე მალოფეევი ხელმძღვანელობს.

ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციების სამიზნე იქნებიან "კომპანიები, რომლებიც რუსეთის ვირტუალურ ვალუტის "მაინინგ" ინდუსტრიაში მუშაობენ და გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში სიდიდით მესამეა".

''სიენენ''-ის ცნობით კი სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით სავიზო შეზღუდვებს აწესებს რუსეთის 635 მოქალაქეზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში