დღეს დიდი ხუთშაბათია - ტაძრებში 12-გზის სახარება იკითხება

21 აპრილი 2022, 11:21 1585 ნახვა

დღეს დიდი ხუთშაბათია. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. 

სამების საკათედრო ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მეუფეებთან ერთად აღავლენს.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში