უკრაინელი კარატისტების დასახმარებლად

21 აპრილი 2022, 11:35 1183 ნახვა

აჭარის კარატეს ფედერაციის ინიციატივით ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო ერთობლივი ვარჯიში-სემინარი უკრაინიდან დევნილი კარატისტების დასახმარებლად.

ოდესიდან დევნილი სამი კარატისტი თითქმის ერთი თვეა ბათუმში ცხოვრობს და გოჩა სურმანიძესთან ვარჯიშობს. სემინარში 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

შემოწირული თანხით სპორტსმენებისთვის საჭირო სპორტულ ფორმას და ინვენტარს შეიძენენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში