ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ

21 აპრილი 2022, 14:02 652 ნახვა

კიევში  ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი ჩავიდნენ. “ეს წუთია ჩამოვედი კიევში.

უკრაინას ესპანეთის  მხარდაჭერა, სოლიდარობა და  ერთგულება  აქვს” -წერს სანჩესი ტვიტერზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქალაქებს მოინახულებს, შემდეგ  ვოლოდიმირ ზელენსკისთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. 

ესპანეთი კიევში მისი საელჩოს მუშაობის განახლებას უახლოეს დროში აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში