გაეროს გენერალური მდივანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან აუდიენციას ითხოვს. მიზეზი მშვიდობის დამყარების გადაუდებელი აუცილებლობის განხილვაა - ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა განაცხადა.
სტეფან დუჟარიკი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილები რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს უკვე გადაეცათ და ანტონიო გუტერეში ორივე ქვეყნის მთავრობებისგან პასუხს ელოდება.