23-24 აპრილს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს

21 აპრილი 2022, 13:49 1214 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი.

მათივე ცნობით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში