უკრაინული მედია - შოიგუმ პუტინი „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა

21 აპრილი 2022, 14:34 1482 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის კრემლში გაკეთებულ განცხადებებს - უკრაინული მედია გამოეხმაურა. მათი შეფასებით, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა.

წერია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს „მარიუპოლის გათავისუფლების შესახებ“ აცნობა, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ქალაქში კვლავ რჩება 2 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი.

აზოვის პოლკის მებრძოლებმა, რომლებიც მარიუპოლს იცავენ,  მარიუპოლის დაპყრობისა და აზოვსტალში მათი ბლოკირების  შესახებ განცხადებას  რუსი ოკუპანტების ტექნიკის განადგურების შესახებ მონაცემებით გამოეხმაურნენ.

„ზერთული სიტუაციის მიუხედავად, აზოვის პოლკმა ბოლო ორ დღე-ღამეში გაანადგურა 3 ტანკი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი - ნათქვამია აზოვის პოლკის განცხადებაში, რომელიც ტელეგრამ-არხით ვრცელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში