აშშ თავის პორტებში რუსეთთან დაკავშირებული გემების შესვლას კრძალავს

21 აპრილი 2022, 19:03 842 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთთან დაკავშირებული გემებისთვის ამერიკული პორტების დახურვის შესახებ განაცხადა.

"დღეს ვაცხადებ, რომ აშშ კრძალავს რუსეთთან დაკავშირებული ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. როგორც გააკეთეს ევროპაში. რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსული კომპანიის კუთვნილი ვერც ერთი გემი ვერ შევა ამერიკის შეერთებული შტატების პორტების ნავსადგურში და არ ექნება წვდომა ჩვენს სანაპიროსთან. ეს არის კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროპელი პარტნიორებთან ევროკავშირში, დიდი ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად, რათა რუსეთს არ მივცეთ წვდომა საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის სიკეთეებზე, რომლებითაც წარსულში სარგებლობდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში