უკრაინის მიზეზით შოლცს გადადგომა შესთავაზეს

21 აპრილი 2022, 19:33 1195 ნახვა

უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შეფერხების გამო  გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შესაძლოა თანამდებობიდან გადააყენონ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა შპიგელი  წერს. გერმანიიდან უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით   დებატები ბოლო დროს სულ უფრო მწვავდება, რადგან კოალიციის წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან შოლცის კურსით.  პროფკავშირების საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა იოჰან ვადეპჰულმა, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე, განაცხადა, რომ  თუკი შოლცი ისევ შეეწინააღმდეგება კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას, მომავალ კვირას ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრაქციისგან შესაბამის განცხადებას უნდა ელოდეს. ბუნდესტაგში განაცხადეს, რომ გერმანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, მათ შორის უკრაინას მძიმე შეიარაღებაც უნდა  მიაწოდოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში