ქობულეთში, ქაქუთი-ნაცხავატევის საავტომობილო გზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს - გზების დეპარტამენტი

22 აპრილი 2022, 10:15 1077 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქაქუთი-ნაცხავატევის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება, ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მშენებლობა. ასევე სავალ ნაწილზე მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი.

რეაბილიტირებული გზით 165 ოჯახი ისარგებლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში