ორი ქართველი მოკრივე ევროპის ჩემპიონი ერთ დღეს გახდა

22 აპრილი 2022, 10:06 816 ნახვა

სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კრივში ორმა ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა. 51 კილოგრამიან წონით კატეგორიაში გორ აივაზიანი და 63 კილოგრამიან წონით კატეგორიაში დემურ ქაჯაია ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

გორ აივაზიანმა ფინალში ალბანელ არიოლ ზენელის მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია, ხოლო დემურ ქაჯაიამ ფინალში მოლდოველ იანუს კარავანს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ქართული კრივის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული ორმა ქართველმა მოიპოვა. სოფიაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი ორჯერ აჟღერდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში