ლუგანსკში, დონეცკში, ხარკოვსა და პოლტავაში განგაშის სიგნალები ისმის

22 აპრილი 2022, 11:01 888 ნახვა

რუსეთმა უარი თქვა წინადადებაზე, აღდგომის დღესასწაულისთვის დროებითი ზავის გამოცხადების შესახებ - ამბობს  ვოლოდიმირ  ზელენსკი.  რუსეთი იყენებს  კასეტურ ბომბს,  რომელიც აკრძალულია - აცხადებს უკრაინული მხარე. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

იერიშები არ წყდება აღმოსავლეთ უკრაინაში. ლუგანსკში,  დონეცკში, ხარკოვსა და პოლტავაში განგაშის სიგნალები ისმის. დონეცკის  რეგიონში, ლიმანში აფეთქების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ადგილობრივ საავადმყოფოს. 

მარიუპოლის დაცემის საშიშროება შემცირდა, რადგან რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი მისი შტურმისთვის - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროს მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა.

რაც შეეხება მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს, დაგეგმილი იყო 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია, თუმცა მხოლოდ 7 ავტობუსით მოხერხდა მოქალაქეების ადგილიდან გამოყვანა.  თითქმის ყველა კუთხე ბუჩაში ახლა დანაშაულის ადგილია - ამის შესახებ ჰუმან რაითის ახალ განცხადებაშია ნათქვამი.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსულმა არმიამ, 11-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ლუგანსკში, მშვიდობიან მოქალაქეებს - ინფორმაციას ლუგანსის გუბერნატორი სერგეი გაიდაი აცხადებს. მისი თქმით, ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, პოპასნაია და რუბეჟნოე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა.  ხარკოვში კი  ბოლო დღე-ღამეში  რუსმა სამხედროებმა 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ერთ-ერთი ჭურვი მანქანას მოხვდა.   დაღუპულია  ორი ადამიანი. ხარკოვის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთა სოფლებიც გამუდმებით იბომბება, ევაკუაციას დათანხმდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში