ზელენსკის მიმართვა მსოფლიო ბანკის ფორუმის მონაწილეებს

22 აპრილი 2022, 14:03 702 ნახვა

უკრაინას ომის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, თვეში 7 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება - მიაჩნია უკრაინის პრეზიდენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ბანკის ფორუმზე ვირტუალურად მიმართვისას, განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტისთვის და რომ მოსკოვი ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან უნდა გაირიცხოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში