უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს შედეგი უნდა გავამყაროთ

22 აპრილი 2022, 13:54 831 ნახვა

უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა განიხილა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ - მინისტრმა, აშშ-ს თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე. 

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღების უწყვეტად მიწოდება სჭირდება, რათა „მტერზე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს“.

თავის განცხადებაში უკრაინის პრემიერმა შორეულ დისტანციაზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და მსგავსი ტიპის შეიარაღება იგულისხმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში