დენის შმიგალის ვიზიტი აშშ-ი

23 აპრილი 2022, 11:57 808 ნახვა

კრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას აბსოლუტურად ყველა რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვა და რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება მოითხოვა. უკრინფორმის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა Telegram-ში განაცხადა.

უკრაინის პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, განაგრძობს საკუთარი ქმედებების აქტიურ კოორდინაციას ევროპელ მოკავშირეებთან.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები დიპლომატიურად და ეკონომიკურად შეუწყობს ხელს უკრაინის ევროპული პერსპექტივის რეალიზებას და ევროკავშირში გაწევრიანებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა. უკრაინის პრემიერი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში