ახალი კადრები „აზოვსტალიდან“

23 აპრილი 2022, 12:09 1152 ნახვა

თითქმის 2 თვეა რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს.  ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევს უკრაინაც და კონტრშეტევაზეც გადადის.

უკრაინული მხარის ინფორმაციით ამ დროისთვის უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან 21 600 რუსი სამხედრო მოკლეს.

ოკუპანტები კი  აგრძელებენ შეტევას "აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში", რათა დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლი დაამყაროს - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინული დანაყოფების ბლოკირებას "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში