ახალი კადრები „აზოვსტალიდან“

23 აპრილი 2022, 15:29 1096 ნახვა

ახალი კადრები ვრცელდება აზოვსტალიდან, რომლის ნახვაც ემოციების გარეშე შეუძლებელია. ბავშვები, მოხუცები, მშვიდობიანი მოქალაქეები პუტინის აგრესიას თავს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე აფარებენ. „თითქმის ორი თვეა მზე არ მინახავს“ - ამბობენ მოქალაქეები.

ქარხანას თავს დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს. ქალაქში ჩარჩენილების ისტორიები მძიმეა. ბავშვები ქარხნიდან უსაფრთხო გასვლაზე ოცნებობენ.

როგორც უკრაინის ვიცე პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რუსი ოკუპანტები გამიზნულად არ ათავისუფლებენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან  მარიუპოლი ყველაზე ცხელი წერტილია,  მუდმივად იბომბება და შენობების 90%-ზე მეტი განადგურებულია.

ამასთან მტერი შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის მიმართულებით ისევ აგრძელებს, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, უზრუნველყოს სახმელეთო გზის შექმნა ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინული დანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში