პატრიარქის ეპისტოლე

24 აპრილი 2022, 11:53 10953 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში ნათქვამია, რომ უდიდეს გულისტკივილს იწვევს ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს.

ეპისტოლეში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია თანადგომა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ. ეპისტოლეშია ნათქვამი, რომ დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ  მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში