რუსეთი სანქციების შედეგებს იმკის

24 აპრილი 2022, 13:35 713 ნახვა

დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების გამო, რუსეთში ვერ ჩადის 8 ათასი ძვირფასი ავტომობილი. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი ბელგიაში, ზებრუგის პორტში შეაჩერეს.

გამოცემის თანახმად, ავტომობილების პარტია, რომელიც Lexus-ის, Cadillac-ისა და Mercedes-ის უახლეს მოდელებს მოიცავს, აზიიდან ევროპაში აპრილის დასაწყისში შევიდა და მას შემდეგ, ეს სანქცირებული ტვირთი გზას ვეღარ აგრძელებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ვრცელ ჩამონათვალში შედის ფუფუნების საგნებისა და მათ შორის - ძვირფასი ავტომობილების მიწოდების აკრძალვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში