დევნილობაში დაბადებული ოლივია-მარიამი

24 აპრილი 2022, 17:57 1275 ნახვა

რუსეთის აგრესიის გამო მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და მთავარ დღესასწაულს ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეხვედროდა.

ჩვენ აქამდეც გიყვებოდით უკრაინელი ლტოლვილების შესახებ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. მათ შორის გაგაცანით ლუდმილა ობუხოვა, რომელიც საომარ მოქმედებებს საქართველოში ორსულობის მეცხრე თვეში გამოექცა.

აღდგომის დღესასწაული მისთვის ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა. რუსეთის აგრესიას გამოქცეულ ოჯახს აღდგომის დილას 11 წლიანი მოლოდინის შემდეგ ნანატრი ქალიშვილი შეეძინა - მას სახელად ოლივია-მარიამი დაარქვა. 

დედა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  ისინი ბაუ-ს საერთაშორისო ჰოსპიტალში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

ოჯახი სწორედ იმ შტაბის ბენეფიციარია, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინელების მხარდასაჭერად შეიქმნა და ჰუმანიტარულ დახმარებას ფარნავაზ მეფის #46 ნომერში აგროვებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში