აგრესორის მთავარი სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა

24 აპრილი 2022, 18:02 1089 ნახვა

რუსეთი ომს არც ერთი დღით არ წყვეტს. ოკუპანტებმა ამჯერად  იერიში ხარკოვის რეგიონის ქალაქ ჩუგუევზე მიიტანეს, რის შედეგადაც დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის დედა და 12 წლის შვილი. არტილერიიდან ესროლეს სუმის ოლქს, ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

რუსი აგრესორების მიერ ოდესის დაბომბვას, ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, ბებია, დედა და 3 თვის ბავშვი.  ავიაიერიშის შედეგად გარდაიცვალა  8 ადამიანი. ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ისევ რჩება მარიუპოლი. უკრაინის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის საკითხი განიხილა.

ომის პარალელურად მედიკოსები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების გამოსაჯანმრთელებლად ძალებს არ იშურებენ. რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაჭრილი უკრაინელი სამხედროების 80%-ზე მეტი სამსახურს უბრუნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში