ბერძნული დიასპორა და აღდგომა

24 აპრილი 2022, 20:06 1785 ნახვა

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ  ქობულეთში მცხოვრები ბერძნული ოჯახები. სამზადისიც შესაბამისი აქვთ.

დიასახლისმა კვერცხი უკვე შეღება და პასკა ტრადიციული წესით გამოაცხო. ამბობს, რომ ქართველებისგან განსხვავებით, ისინი სააღდგომო  მთავარ ატრიბუტს ჯერ კეცზე წაბლის ფოთლებში აკრავენ, შემდეგ  კი, სპეციალურ  ''ფურუნში''  აცხობენ.   

ადგილობრივი ბერძნები ერთმანეთთან   ხშირად იკრიბებიან.  ამბობენ, რომ ქართველებისგან, ეთნიკური ნიშნით  განსხვავება, არასდროს უგრძვნიათ.  

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მუნიციპალიტეტში, 1800 წელს დასახლდნენ.  ასობით მცხოვრები ბერძენიდან, დღეს, მხოლოდ 30-მდე მოსახლე შემორჩა.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში