ლელო გურიაში

24 აპრილი 2022, 20:05 1690 ნახვა

გურიაში ორწლიანი პაუზის შემდეგ აღდგომის დღესასწაული ტრადიციული "ლელობურთით" აღინიშნა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში მოსახლეობა ზემო და ქვემო დასახლებიდან ორად იყოფა და სპეციალურად შეკერილი ბურთის დანიშნულების ადგილამდე ანუ ღელეზე გადატანას ცდილობს. 

ბურთი 16 კილოს იწონიდა, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა საბამ გამოიტანა და შერკინებაც დაიწყო.

გამარჯვებულ მხარეს ლელობურთი ამ წელს სოფელში გარდაცვლილის სულის პატივსაცემად სასაფლაოზე მიაქვთ.

"ლელობურთს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და მისი ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში