ამერიკა 322 მილიონი დოლარის დახმარებას გამოყოფს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად

25 აპრილი 2022, 10:35 1222 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს და ზოგიერთი ამერიკელი დიპლომატი უკრაინაში მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 24 აპრილს კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. 

გამოცემის ცნობით, აშშ ხელახლა გახსნის ოფისებს ლვოვში, სადაც დიპლომატები ყოველდღიურად გაემგზავრებიან პოლონეთიდან. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე ოფიციალურად წარადგენს ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას, რომელიც ამჟამად სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზეა, უკრაინაში აშშ-ის ელჩად.

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდნენ. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდა მანამ, სანამ ქვეყანა არ დატოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში