რუსეთის ქალაქ ბრიანსკში, ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

25 აპრილი 2022, 11:14 1111 ნახვა

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზას დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „როიტერი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა.

ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.

ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში