ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი მეორედ გახდა

25 აპრილი 2022, 10:14 781 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ეიფელის კოშკთან შეკრებილ საკუთარ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ის ყველას პრეზიდენტი იქნება.

"ამიერიდან ერთი ბანაკის კანდიდატი კი არა, არამედ ყველას პრეზიდენტი ვარ". მაკრონის განმარტებით, მისი და მისი გუნდის პასუხისმგებლობა იქნება იმ ხალხის პრობლემების მოგვარება, ვინც ხმა ულტრამემარჯვენეებს მისცა.  წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 58,5 %-ით გაიმარჯვა.

შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა მარინ ლე პენმა 42% მიიღო. მაკრონი უკანასკნელ 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში