რუსეთმა აშშ-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

25 აპრილი 2022, 10:25 765 ნახვა

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს კი  გაუგზავნა ნოტა მოთხოვნით, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ ტელეკომპანია „როსია 24“-ს განუცხადა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა. მას ნოტის გაგზავნის თარიღი არ დაუსახელებია.

როგორც ანტონოვმა თქვა, 800 მილიონის შეიარაღება „უზარმაზარი ციფრია და ხელს არ უწყობს სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებას“.

ანტონოვის განცხადებით, აშშ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ცდილობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში