აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსი დამპყრობლებისთვის, მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში - ზელენსკი

25 აპრილი 2022, 13:44 1059 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე უკრაინელების სისხლის დაღვრით დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული მორალი მათთვის არ არსებობს.

ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას აღდგომა მთელ ქვეყანაში საჰაერო საფრთხის არსებობით მიულოცა.

მისივე თქმით, არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ თვეს უარი მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე. 

„რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში, რისთვისაც საჭიროა განსაკუთრებული სიტყვები, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც რწმენა ჰქვია, არა ის, რასაც ქრისტიანული სიკეთე ჰქვია. რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა არამხოლოდ ფორმალურად კალენდარში, არამედ სისხლით გააწითლა. ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ, მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ. ასე რომ სანთლის ხელში ტარება ტაძარში არ ნიშნავს იყო ქრისტიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში