„აზოვსტალის“ ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმება არ მომხდარა - ირინა ვერეშჩუკი

25 აპრილი 2022, 16:38 1166 ნახვა

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება, რადგან ამ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს. 

ირინა ვერეშჩუკის თქმით, ჰუმანიტარულ კოლონაში უნდა იყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები

„ამიტომ ჩვენ მივმართეთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, იყოს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ინიციატორი და გარანტორი. საუბარია დერეფანზე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც „აზოვსტალში“ რჩებიან. კერძოდ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჰუმანიტარულ კოლონაში იყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები“, – განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში