არახამია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

25 აპრილი 2022, 18:12 1260 ნახვა

უკრაინელი პოლიტიკოსი დავით არახამია ბიძინა ივანიშვილისთვის დასავლეთში სანქციების დაწესებას მოითხოვს. არახამია საკუთარ Telegram-ის არხში წერს, რომ ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. მისი გამოხმაურება გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს ეხება, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის. საუბარია რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სატელეფონო საუბარზე, რომელშიც საუბარი ეხება სანქციებისთვის თავის არიდებასა და თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში