ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია - სერგეი ლავროვი

26 აპრილი 2022, 10:12 1525 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ამის შესახებ მან რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი,  ახლა როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ ლამის ნატო-ს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ისინი მისცემენ შეიარაღებას, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ასხამს ცეცხლზე ნავთს. მათ სურთ ამ შეიარაღების მიწოდებით აიძულონ უკრაინელები, ეომონ რუსეთს ბოლო ჯარისკაცამდე, ოღონდ კი ეს კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ოღონდ კი, როგორც ისინი იმედოვნებენ, რუსეთი მისგან უფრო და უფრო დაზარალდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში