აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

26 აპრილი 2022, 11:00 966 ნახვა

26 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441 საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, აჭარაში - 11. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 74 პაციენტი, მათ შორის აჭარაში - 5.

1 108 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ინფიცირების ახალი მაჩვენებელი კი 62-ს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში