რეკორდი ქალთა ფეხბურთში

26 აპრილი 2022, 10:01 975 ნახვა

სოხუმის „დინამომ“ ქალთა ლიგა ორის 2021 წლის სეზონი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გუნდმა სეზონის ბოლო, მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა ხაშურში „ივერიასთან“ გამართა და დიდი ანგარიშით 11:0 დაამარცხა.

სოხუმის „დინამომ“ გათამაშება ისე დაასრულა, ქულაც არ დაუკარგავს – ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებულმა სეზონში გამართული ყველა 14 მატჩი მოიგო. ეს საქართველოს აბსოლუტური რეკორდია.

გუნდმა ბოლო 5 შეხვედრაში მეტოქეებს, 60 გოლი გაუტანა, საკუთარში კი ერთიც არ მიუღია. სულ სოხუმელების ანგარიშზე 14 შეხვედრაში 107 გოლი და 7 გაშვებული ბურთია.

2022 წლის სეზონში სოხუმის „დინამო“ ქალთა უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში