ისტორიული სამიტი რამშტაინის ამერიკულ ავიაბაზაზე

26 აპრილი 2022, 18:04 1482 ნახვა

გერმანიაში რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა  ლოიდ ოსტინმა. მან განაცხდა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება. სამიტზე მიიღებენ ჩარჩო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევენ და ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენაში დაუჭერენ მხარს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში